საუბარი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტმა პოლიციელს ხელი გაარტყა და სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, ამ დროს კი არცერთი საქმე არ არის აღძრული მოძალადე პოლიციელებზე, რომლებიც სისტემურად, ათი დღის მანძილზე არბევდნენ ადამიანებს, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.