რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციიული წესით დაკავებული პირების ადვოკატები ითხოვენ, რომ აღნიშნული საქმეები იმ მოსამართლეებმა განიხილონ, რომლებიც რესტორანში არ იმყოფებოდნენ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი კანონდარღვევაა და მოსამართლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამასთან, უფლებადამცველები დაკავებულებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადებას მოსამართლების მხრიდან შურისძიებად მიიჩნევენ.