ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია უკვე საქართველოშია. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა „ქართული ოცნების“, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით.