როდის შეიქმნება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს და როგორ დაკომპლექტდება კომისიის სრული შემადგენლობა - როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ დეტალები ,უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ კვირას გასაჯაროვდება. იქამდე კი ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის სტატუსით „ხალხის ძალის“ დეპუტატები ჩაერთვებიან. როგორც ჩანს, მათთან ერთად ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობის გასამართლების თემა პრინციპული საკითხია. უმრავლესობის ლიდერების ინიციატივის საპასუხოდ კი ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წევრებმა უპირველესად საკუთარი თავი უნდა გამოიძიონ.