თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქული მედიის ცნობით, ჰაკან ფიდანმა და სერგეი ლავროვმა უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე სირიაში განვითარებული მოვლენები და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ფიდანმა და ლავროვმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკების შექმნისკენ მიმართული ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობაზე გაამახვილეს.