სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ომში ჩართვის შემდეგ ჯამში, 3 000-ზე მეტი ჩრდილოეთკორეელი მებრძოლი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, დაღუპულია 300-მდე მებრძოლი, 2 700 კი დაშავებულია. როგორც დაზვერვის სამსახური იუწყება, ფხენიანს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 12 000-მდე მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი. ამავე უწყებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს ბრძანება აქვთ მიღებული, არ დაუშვან ტყვედ ჩავარდნა, ხოლო თუ ტყვედ მაინც ჩავარდებიან, ამ შემთხვევაში სიცოცხლე სუიციდით დაასრულონ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფხენიანს დატყვევებული კორეელების რუსეთში დაკავებულ უკრაინელებზე გაცვლა შესთავაზა.