პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებს საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლათ და მოსამართლე სათათბიროდ გასულიყო, თუმცა იმ ზეზის გამო, რომ შესაძლოა საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ, მოსამართლემ სასამართლო სხდომა 20 იანვრამდე გადადო. მანამდე კი ბრალდებულები საკუთარ პოზიციაზე უნდა ჩამოყალიბდნენ. ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდა ადვოკატები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ, სხდომის მიმდინარეობის დროს კი სურვილი გამოთქვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. რა პოზიციაზე შეჯერდა დაცვისა და ბრალდები მხარე.