გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად როთი ავრცელებს. „დაბრუნება ქალაქში. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, - წერს გერმანელი დიპლ;ომატი. მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს.