ორბელიანების სასახლის დატოვების შემდგომ საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტმა მოსახლეობასთან შეხვედრა თბილისი ფარგლებს გარეთ სამეგრელოდან დაიწყო. დღეს სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, მოხარულია, რომ რეგიონული ტურნე სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემოიტანოს, თუმცა „დღეს ქვეანაში ორი მხარე არ არსებობს“. როგორც სალომე ზურაბიშილმა აღნიშნა, პირადად მუშაობს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ყველა პირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. როგორც ცნობილია, საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი რეგიონულ ტურნეს აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დასწრების შემდგომ განაახლებს.