პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2025-01-11 13:03:31+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ხუთს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ეკა ლემონჯავა აკვირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობს. ეკა შენგან ველით უახლესს ინფორმაციას.