საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს გერმანიის ბუნდესტაგი ეხმაურება. ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, საჭიროა პლურალისტური პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ბუნდესტაგი გმობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მცდელობები ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც მის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებებს ეწინააღმდეგება. განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკიდან და ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებიდან.