თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება? - პატიმრობის 6-9-წლიანი ვადა სასჯელი არაა, ეს დაღუპვაა - სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო - Palitra News

თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება? - პატიმრობის 6-9-წლიანი ვადა სასჯელი არაა, ეს დაღუპვაა - სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო

2025-01-10 15:33:41+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ. აქციაზე მყოფი მსახიობები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან, ამიტომ, არსებული ვითარების ფონზე რთულია იმსჯელონ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.