პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს - რა ხდება სასამართლოს სხდომათა დარბაზში - Palitra News

პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს - რა ხდება სასამართლოს სხდომათა დარბაზში

2025-01-10 15:29:04+04:00

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკევთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც დაკმაყოფილდა და სხდომა უფრო დიდ დარბაზში გრძელდება. რა ხდება სასამართლოს სხდომათა დარბაზში და რას აცხადებენ მხარეები.