ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა - Palitra News

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

2025-01-09 16:34:06+04:00

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ქალი, ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.