1. პოლიტიკური განხილვის საგანია ქართული ოცნების” პოლიტ. საბჭოს გუშინდელი განცხადება. მმართველი გუნდის პოლიტიკურ გზავნილებს ოპოზიციური პარტიები არასერიოზულს უწოდებენ და რუსული პროპაგანდის ღია გამოხატულებად მიიჩნევენ. ისინი უმრავლესობის ლიდერებს ომის შიშის დანერგვით, საზოგადოების განწყობებზე მანიპულირებაში ადანაშაულებენ. ქართული ოცნების ოპონენტები არ გამორიცხავენ მმართველი გუნდის წევრების მიმართ სანქციები კიდევ გამკაცრდეს. გუშინ ქართული ოცნების პოლიტსაბჭო სანქციების პოლიტიკას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. მმართველი პარტიის პოზიციით, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. განცხადების მიხედვით, ქართულ ოცნებას დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა, ,,გლობალური ომის” პარტიისა და ,,დიფ სთეითის” გავლენების შემცირებით ესახება.