რატომ გადაიდო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რატომ გადაიდო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-01-07 15:44:37+04:00

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გადადებულია - გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად, პია კაუმა, დისკუსიებისთვის არახელსაყრელ გარემოს ასახელებს. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის გაუქმებული ვიზიტი ლოგიკურია. მიაჩნიათ, რომ პია კაუმამ ქართველი ხალხის ინტერესებს ანგარიში გაუწია და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გაითვილისწინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება არ აქვს.