აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა - Palitra News

აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა

2025-01-07 09:25:15+04:00

აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთობლივ სხდომაზე დაითვალეს. სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარის გაუძღვა. ოფიციალურად, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, კამალა ჰარისმა 226 ხმა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.