აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განაცხადებით, გამარჯვებული დონალდ ტრამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას კონგრესი ოფიციალურად დღეს, 6 იანვარს, 13 საათზე დაადასტურებს. ჯონსონის განმარტებით, კანონი მოითხოვს, რომ ეს სწორედ დღეს მოხდეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უამინდობის მიუხედავად, სრული დასწრების იმედი აქვს. ამასთან, როგორც „როიტერი“ იუწყება, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის ლიდერის, სტივ სკალიზას კომუნიკაციების დირექტორმა, ლორენ ფაინმა აღნიშნა, რომ, მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, განრიგში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.