ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ომის ხარჯზე გამდიდრების ნებისმიერ მცდელობას მკაცრად უპირისპირდება. მისი თქმით, ქვეყანა არა მხოლოდ არ იღებს შემოსავალს მიღებული დახმარებით, არამედ აქტიურად სჯის მათ, ვინც ამ დახმარების ბოროტად გამოყენებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების უდიდესი ნაწილი იარაღის სახით გაიცემა და არა ფულის. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება დახმარების არამართლზომიერი გამოყენების ნებისმიერ მცდელობაზე მკაცრად რეაგირებს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინისადმი ნდობას და საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერის მიღებას ართულებს.