აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჩოი სანგ-მოკის შეხვდა. ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობას ვაშინგტონი სრულად ენდობა. როგორც ბლინკენმა შეხვედრაზე აღნიშნა სამხრეთ კორეის მიმართ ვაშინგტონის ერთგულება ურყევია. ჩოისთან შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჩო-ტაე-იულთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.