აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის

2025-01-04 17:03:52+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ჩვენს შესანიშნავ კანდიდატს, მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი.

ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.