ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

2025-01-04 13:49:44+04:00

ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე CCTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.