თურქეთში სამართალდამცავმა უწყებებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს - Palitra News

თურქეთში სამართალდამცავმა უწყებებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს

2024-12-31 16:19:53+04:00

თურქეთში სამართალდამცავმა უწყებებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოპერაცია 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ქვეყნის 57 რეგიონი მოიცვა. ოპერაციის ფარგლებში 536 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში, ან მასთან კავშირში არიან.