ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2025 წელი დადგა - Palitra News

ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2025 წელი დადგა

2024-12-31 15:06:36+04:00

ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი დადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა.

ავსტრალიის მოსახლეობა ახალი წლის დადგომას თბილისის დროით 17:00-ზე, სიდნეის საახალწლო ფოიერვერკების გრანდიოზული შოუს ფონზე იზეიმებს.