სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, მუანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განიცადა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ორი მათგანის გადარჩენა მოახერხეს, 179 ადამიანი დაიღუპა. Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის სავარადო მიზეზად ფრინველებთან შეჯახება სახელდება. აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება. ისინი თავისი სააგენტოდან, „ბოინგიდან“ და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციიდან გამომძიებელთა ჯგუფს უხელმძღვანელებენ. განცხადებაში აღნიშნულია,რომ გამომძიებლები კორეის რესპუბლიკის საავიაციო და სარკინიგზო შემთხვევების გამოძიების საბჭოს დაეხმარებიან.