საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე პოლიტიკური აქტორები საერთაშორისო საზოგადოების როლზე საუბრობენ. ამბობენ რომ აშშ-მ და ევროკავშირმა ქართული ოცნების მისამართით სანქციების ბერკეტის მხოლოდ და მხოლოდ 5 % გამოიყენა. სწორედ ამიტომ ისინი დარწმუნებულები არიან რომ პარტნიორების მხრიდან წნეხი უახლოეს პერიოდში ისევ გაიზრდება. მათივე განცხადებით ოპოზიცია დასავლეთთან სრულ კოორდინაციაშია და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს. პოლიტიკოსების თქმით, უწყვეტი საპროტესტო აქციების გარდა პარტნიორების ქმედითი ნაბიჯები ერთადერთია, რაც საქართველოს ხელისუფლებას დათმობაზე წაიყვანს.