მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. ჯიმ რიში აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესებული დაგვიანებული სანქციების მუხედავად, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს და ამერიკა ქართველ ხალხს არ მიატოვებს.