საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საქართველოს მოსახლეობას გვერდში დგომას უცხადებს და უახლოეს დღეებში რეგიონებში ვიზიტს აანონსებს, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ისინი სალომე ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს როლზე ღიად საუბრობენ და დარწმუნებულები არიან რომ ის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბევრს გააკეთებს. რას ემსახურება მე-5 პრეზუდენტის რეგიონებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ვიზიტი ამაზე ოპოზიცია კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა აცხადებენ რომ მისი მიზანი ყველა შემთხვევაში საქართველოს პროევროპულ კურსზე დაბრუნება და ქვეყანაში ლეგიტიმური ხელისუფლების მოყვანაა. თავის მხრივ ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ რომ სალომე ზურაბიშვილთან აქტიური კონსულტაციები ორბელიანების სასახლის მიღმაც გაგრძელდება.