რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, დააკავეს რამდენიმე პირი - Palitra News

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, დააკავეს რამდენიმე პირი

2024-12-29 14:18:40+04:00

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

მოქალაქეები სამართალდამცავებს დაემორჩილნენ, მაგრამ მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს.

მოქალაქეები ამ წუთებში არ ატარებენ იმ მანქანებს, რომელშიც დაკავებული იმყოფება.