ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა - Palitra News

ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა

2024-12-28 23:05:04+04:00

ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა. ამავე შემთხვევის დროს, დაშავდა კიდევ 43 პირი. სასამართლოს განცხადებით, მსჯავრდებულის მოტივები უკიდურესად ამაზრზენი, დანაშაულის ხასიათი – უკიდურესად აღმაშფოთებელი, ხოლო მეთოდი – სისასტიკე იყო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, თავდასხმის დღეს ეჭვმიტანილი განქორწინების შეთანხმების პირობების გამო იყო განრისხებული.