თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა დაინახა მინიშნებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყოს. კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა აზერბაიჯანს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს, ავარიული დაშვების დროს აქთაუს აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი 67 პირიდან 38. „აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა. „როსავიაციაში“ კი აცხადებენ, რომ გროზნოს აეროპორტში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო.