საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსება 6-მა ოპოზიციურიმა გაერთიანებამ მიიღო. პოლიტიკური გაერთანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ გარდა, სხვა არც ერთ ოპოზიციურ პარტიას დაფინანსებაზე უარი არ განუცხადებია. ამ საკითხს განიხილავენ როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციაში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დაფინანსების მიღება მათ ლეგიტიმაციას ხაზს უსვამს. მათი ოპონენტების აზრი კი ორად გაიყო. ნაწილი ამბობს, რომ თუ კი ისინი ხალხს გაფიცვისკენ მოუწოდებენ, მაშინ არც დაფინანსება არ უნდა მიეღოთ. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ დაფინანსება სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ეკუთვნის, შესაბამისად ეს თანხა სწორედ მათ მოხმარდება. მათი მტკიცებით, დაფინანსების მიღება პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს.