საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი პოლიტიკური გაერთიანებებისთვის და პარტიების ურთიერთბრალდებები - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. აქედან დაფინანსებაზე უარი განაცხადა, მხოლოდ კოალიცია ცვლილებისთვის, რომელმაც განსხვავებული პოზიციის გამო დანარჩენი ოპოზიციონერი ლიდერები გააკრიტიკა. კოალიცია ძლიერი საქართველოს, ერთობა ნაციონალური მოძრაობისა და პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები დღეს განმატავდნენ თუ რატომ არ თქვეს უარი ბიუჯეტურ დაფინანსებაზე. ვიდრე ოპოზიცია ურთიერთბრალდების რეჟიმშია ქართული ოცნება ოპონენტების არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე საუბრობს.