The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, იემენიდან გასროლილი რაკეტის გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, თავშესაფრებში გადასულიყო. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ მოიგერიეს და განგაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის გამო, ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეაჩერა.