ნატო „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, ფარა დაჰლალამ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს ყაზახეთში განიცადა. ლაინერის ბორტზე 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, მათგან 38 პირი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის, არაოფიციალური ცნობით, თვითმფრინავს, რომელიც რეისს ბაქოდან გროზნოში ასრულებდა, დრონების მისამართით გაშვებული რუსული რაკეტა მოხვდა, რის შემდეგაც დაზიანებული ხომალდი საბოლოოდ, ყაზახეთში გადაამისამართეს, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო და ჩამოვარდა.