საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს - Palitra News

საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს

2024-12-27 09:38:49+04:00

საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციები ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია. ისინი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პროცესი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ ახლო მომავალში მეტად გამკაცრდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების პირადი სანქცირება ჯერ კიდევ წინაა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შეფასებით, უცხოელი პარტნიორები მხარს ქართველ ხალხს უჭერენ.