მარკეტერები, დიზაინერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები და სპორტსმენები - დღეს ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ერთიანდებიან. დღის განმვალობაში პარლამენტის შენობის მიმართულებით 14 საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი. უწყვეტი პროტესტის 29-ე დღეს სომხურ და აზერბაიჯანულ მარშებსაც ვიხილავთ. როგორც პრეზიდენტი წერს, არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის. პარალელურად, კვლავ კრიტიკა ისმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები სხდომის დანიშვნას ითხოვენ. მაგდა ბლუაშვილს ვუთმობთ ეთერს.