საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ დამატებითი შემზღუდავი მექანიზმების შემუშავებაზე საუბრობენ. დასავლელი და ევროპელი პარტნიორების თქმით, იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩეს აუცილებელია მსოფლიოს დემოკრატიების მოქმედება. მოვისმინეთ, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებაც, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში სიტუაცია პიკს მიაღწევს 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცი იგეგმება.