უწყვეტი პროტესტის 29-ე დღე - თბილისის ქუჩები კვლავ აქციების ეპიცენტრია. დემონსტანტების მიერ დღეს 14 აქცია-მსვლელელობაა დაანონსებული. სხვადასახვა ლოკაციასა და დროს დაგეგმილია მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის, გერმანისტების, სპორტსმენების საპროტესტო მსვლელობები. დღეს გაიმართება სომხური და აზერბაიჯანული მარშებიც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ ეთერის დათმობას, საღამოს კი ტრადიციულად პროტესტის საერთო ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია იქნება. დემონსტრანტები დაახლოებით 4 კვირაა საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშნას, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნებასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.