რუსეთში აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს. გადაწყვეტილების საფუძვლად ჰელსინკის კომისიის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი მოწოდება სახელდება, რომელშიც კომისია მას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად უკრაინისთვის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გადაცემას მოითხოვს.რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰელსინკის კომისიის საქმიანობა რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ორგანიზაციის წევრები კი მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობის საგარეო და შიდა პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს.