ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი უკვე მზადაა მოემსახუროს დედაქალაქს, 24-საათის განმავლობაში. თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.