საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საუბარს განაგრძობს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს. პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო და ყურადღება ახალი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. ევროპელმა პარტნიორებმა სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ნდობა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს და განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასამთავრებლად ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ნდობას უცხადებენ.