უწყვეტი პროტესტის 27-ე დღე დედაქალაქში. წინა დღეების მსგავსად დღესაც არაერთი მსვლელობა გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები შეუერთდებიან. საღამოს კი მოქალაქეები ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია,- დემონსტრანტები ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრანტების მსგავსად, უწყვეტი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი ფიქრობენ რომ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებას დათმობაზე წაიყვანს, მოქალაქეების უწყვეტი პროტესტია.