თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს. მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენას დაეთმობა. დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია და გამწვანების სამუშაოებიც. დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიც განიხილეს. წლიური ანგარიში თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის დედაქალაქის მერთან დისკუსია, თბილისელების ღალატის ტოლფასია. ნინი დავითაშვილი აგრძელებს თემაზე საუბარს