რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა, რის შემდეგაც მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს. მანამდე სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ, კოალიციის დეტალები შეათანხმეს. ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. ამასთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა დაკავებულ თანამდებობებზე დარჩება. ახალმა მთავრობამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ.