საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს - Palitra News

საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს

2024-12-24 09:35:43+04:00

საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს. მათი თქმით, დასავლეთის მხრიდან კრიტიკა გავლენას ახდენს როგორც მმართველ გუნდზე, ისე სახელმწიფოზე. როგორც ისინი ამბობენ, ეუთო ოდირის დასკვნამ არალეგიტიმური არჩევნები და ქვეყანაში არსებული უსამართლო მდგომარეობა უფრო ნათელი გახადა. შესაბამისად დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ, რაც ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს.