საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს. ამ მოთხოვნით არხის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორები, რეჟისორები და წამყვანები. მათი საერთო გზავნილია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რაზეც მენეჯმენტისგან უარი მიიღეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად იმუშაონ მენეჯმენტთან სატელევიზიო ფორმატების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.