საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროების საკითხზეც ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო-ოდირის ანგარიშში მოხვდა ISFED-ის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატვირთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ უპასუხა.