ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ -მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მეორედ შეხვდა. მანამდე მან შეხვედრები გამართა როგორც მმართველ გუნდთან, ისე ოპოზიციასა და აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს " გამჭირვალობის შესახებ კანონის" გადახედვა, რასაც ოპოზიციის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონის გადახედვაზე საუბარი მმართველი გუნდის მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული ქმედებაა. მათი თქმით, მთავრობა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს იყენებს, რათა საზოგადოებას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობის წარმოდგენა შეუქმნას.