აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირთა დასანქცირებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. აღნიშნულ საკითხზე ფართოდ საუბრობენ როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ რაც მეტად გაიზრდება დასანქცირებულ პირთა სია, მით უფრო მეტად შეეშლება ხელი მთავრობას. მათივე თქმით, ფინანსური სანქციები არამხოლოდ დასანქცირებულ პირებს, არამედ მათ თანამშრომლებსაც შეეხება. მმართველი პარტიის ოპონენტები დასავლეთის მხრიდან დახმარებასა და დასანქცირებულ პირთა სიის გაფართოვებას კვლავ ელიან.